სტაჟირება IT დეპარტამენტში

მოქნილი

თბილისი

გამოქვეყნდა:

Apr 17, 2025

ბოლო ვადა:

May 17, 2025

"სილქ დეველოპმენტი" (იხ. https://silkdevelopment.ge/ge/) საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებს, ისტორიას და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.

"სილქ დეველოპმენტი" ამჟამად გთავაზობთ სტაჟირებას IT დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: არასრული, კვირაში 25-30 საათი

ხანგრძლივობა: 6 თვე

ანგარიშვალდებულია: CIO

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ IT მხარდაჭერის სტაჟიორს, რომელიც IT დეპარტამენტს, ყოველდღიური ტექნიკური მხარდამჭერი ამოცანების შესრულებასა და ინვენტარის მართვის აქტივობებში დაეხმარება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში შემოსული პირველი დონის IT პრობლემების დამუშავება და მოგვარება;

** კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;

** კომპიუტერის აწყობა, კომპიუტერული ტექნიკის პრინტერთან და სკანერთან დაკავშირება, ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, მონაცემთა რეზერვირება;

** პროგრამული და ფიზიკური ნაწილების ინსტალაცია/კონფიგურაცია;

ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია.

** IT ტექნიკის და აქსესუარების შესყიდვების მოთხოვნების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი IT ტექნოლოგიების ან/და ქსელური ინჟინერიის მიმართულებით/ან სერტიფიცირება შესაბამის დარგში;

** კომპიუტერული სისტემებისა და კომპიუტერული ქსელების ცოდნა;

** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა;

** ქსელების და ქსელური მოწყობილობების ცოდნა;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური, აზროვნების უნარი;

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგის უნარი;

** დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე apply@silkroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება IT დეპარტამენტში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დანართი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:

დაინტერესებული პირის მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს როგორც პერსონალურ, ისე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ესარჯი ინვესტმენტსის" (საიდენტიფიკაციო კოდი, 404899393, მის: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი 1, მეორე სართული 0108) მიერ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, საქართველოს კანონის მესამე მუხლის ვ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო პერსონალური მონაცემების მიუწოდებლობის შემთხვევაში არ მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე სამუშაო აღწერილობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და შენახულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვის ვადა განისაზღვრება 3 წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მიიღოთ ასლები (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. გარდა აღნიშნულისა, თქვენ უფლება გაქვთ მოახდინოთ თქვენს მიერ განცხადებული თანხმობის გამოთხოვა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თქვენ უფლება გაქვთ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: apply@silkroad.ge. ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.

პრობლემა აღმოაჩინე?

დაარეპორტე

სილქ დეველოპმენტი

დაამატე სტაჟირება

ჯობსტერს ათასობით სტუდენტი და ორგანიზაცია იყენებს ყოველკვირა. გამოაქვეყნე შენი სტაჟირების პროგრამა და მიაწვდინე ხმა მომავალ ტალანტს!