ანაზღაურებადი სტაჟირება კომერციის განყოფილებაში
სრული
თბილისი
გამოქვეყნდა:
Dec 23, 2024
ბოლო ვადა:
Jan 23, 2025
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge
ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომერციის განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლებთან ყოველთვიური აქციების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** სააქციო და საბაზისო ფასების დადგენის პროცესში მონაწილეობა;
** გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი;
** კონკურენტების ანალიზი;
** საბაზისო ფასების და აქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ასორტიმენტის დადგენისა და გაფართოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კატეგორიის მერჩენდაიზინგი ყველა კონკრეტული მაღაზიისთვის;
** სააქციო პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი უნარები:
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკების უნარი.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "სტაჟირება კომერციის განყოფილებაში".
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
პრობლემა აღმოაჩინე?
დაარეპორტე