სტაჟირება კორპორაციული ანალიტიკის მიმართულებით
სრული
ბათუმი
გამოქვეყნდა:
Dec 29, 2024
ბოლო ვადა:
Jan 11, 2025
სს "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას კორპორაციული ანალიტიკის მიმართულებით ბათუმში.
სს "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას კორპორაციული ანალიტიკის მიმართულებით ბათუმში.
მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული პროექტების ანალიტიკას. სტაჟიორი ჩაერთვება საკრედიტო განაცხადების დამუშავების, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლისა და ანალიტიკის, პროექტის მომზადებისა და გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტთან წარდგენის პროცესებში; ისწავლის, თუ როგორ ხდება კონკურენტული ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პორტფელში არსებული კლიენტების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი.
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
· კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· ფინანსების ან ეკონომიკის ცოდნა;
· ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
· პრეზენტირების უნარები;
· მონაცემებთან მუშობის და ანალიტიკური უნარები;
· სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი; ყურადღება დეტალების მიმართ;
· კარგად განვითარებული ინტერპერსონალური უნარები; ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი.
პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
ანაზღაურება;
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 12 იანვარი, 2025.
ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/anazgaurebadi-stazhireba-korporaciuli-analitika-batumi-batumi-At7781
პრობლემა აღმოაჩინე?
დაარეპორტე