ბიზნეს ოპერაციების სტაჟიორი
მოქნილი
დისტანციური
გამოქვეყნდა:
Dec 15, 2024
ბოლო ვადა:
Jan 15, 2025
მოკლე აღწერა:
ჯობსტერი ეძებს დეტალებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ბიზნეს ოპერაციების სტაჟიორს, რომელიც დაგვეხმარება პლატფორმის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. შენ, გუნდთან ერთად, პასუხისმგებელი იქნები ვაკანსიების მართვაზე, მოდერაციაზე, განახლებაზე და მონაცემების დამუშავებაზე. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით განავითარო შენი უნარები ბიზნეს ოპერაციებსა და მონაცემთა მართვაში.
მოვალეობები:
მონაცემთა მართვა და მოდერაცია: პლატფორმაზე ახალი ვაკანსიების შემოწმება, სიზუსტისა და სრული ინფორმაციის უზრუნველყოფა; ვაკანსიების გამოქვეყნება ან წაშლა საჭიროების მიხედვით.
პროცესების ოპტიმიზაცია: ყოველდღიური ამოცანების გამარტივება და გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა.
პლატფორმის განახლებები: კატეგორიების, ვაკანსიების დეტალების და სხვა შინაარსის განახლება პლატფორმის აქტუალობის შესანარჩუნებლად.
სურვილის შემთხვევაში დამატებითი ფუნქცია მოვალეობების აღება, როგორიცაა ბიზნეს დეველოპმენტი (ახალი პარტნიორების მოძიება, თანამშრომლობის ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება) და სოციალური მედია მარკეტინგი (პლატფორმის პოპულარიზაციის მხარდაჭერა სოციალური მედიის საშუალებით; ქონთენთის იდეების წარდგენა, ქონთენთის შექმნა და რეკლამების გაშვებაში მონაწილეობის მიღება).
საჭირო უნარები და თვისებები:
დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
Google Sheets-ის ან Excel-ის ცოდნა.
ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი და განმეორებითი ამოცანების ეფექტურად შესრულება.
სწავლის და თვითგანვითარების სურვილი.
კარგი იქნება, მაგრამ არა სავალდებულო - Python-ისა და html, css, js მცირედი ცოდნა.
სარგებელი:
პრაქტიკული გამოცდილების მიღება მაღალკვალიფიციურ გუნდთან მუშაობით.
ჯობსტერის პლატფორმის შიდა პროცესებისა და მონაცემების მართვის საფუძვლების შესწავლა.
სარეკომენდაციო წერილისა და სერტიფიკატის მიღება სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ.
დეტალები:
ხანგრძლივობა: 3-6 თვე.
საათები: მოქნილი გრაფიკი, კვირაში 5-10 საათი.
ადგილმდებარეობა: დისტანციური.
ანაზღაურება: აუნაზღაურებადი.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსე ფორმა: https://tally.so/r/mZPZRv
პრობლემა აღმოაჩინე?
დაარეპორტე