ადვოკატთა ასოციაცია არის "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას. ადვოკატთა ასოციაცია ამჟამად აერთიანებს 5000-ზე მეტ წევრ ადვოკატს, რომელთა ძირითადი ნაწილი საჭირო მომსახურებას ღებულობს თბილისის ოფისში.