„პალიტრა მედიის“ ისტორია 1995 წელს, გაზეთ „კვირის პალიტრის“ გამოცემით იწყება. მას შემდეგ, კომპანია მულტიმედია ჰოლდინგად იქცა, რომელიც დღეისათვის 10-მდე პერიოდულ გამოცემას, 20-ზე მეტ ვებგვერდს, ტელევიზიას, რადიოს, გამომცემლობას, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელს, ჯამში, 40-მდე შვილობილ კომპანიას, 6 დიდ ინდუსტრიასა და 3000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
ჰოლდინგის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში თავისუფალი მედიის განვითარებას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, განათლებასა და განვითარებას.