სს წყალი მარგებელი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში გურიაში, სოფელ ნაბეღლავში არსებული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა შედის. კომპანია 225-მდე პროდუქტს აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ყიდის. „წყალი მარგებლის“ ისტორია 1997 წელს ნატურალური მინერალური წყალი ნაბეღლავის წარმოებით დაიწყო, რომელიც ქართული, ბუნებრივი მინერალებით გამდიდრებული წყალია და მრავალწლიან ისტორიას მოიცავს.