დეილი რეგიონალური სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან.
ამჟამად კომპანია ქვეყნის 6 რეგიონში 130-ზე მეტ ფილიალს ფლობს, 3000-ზე მეტ კადრს ასაქმებს და ორიენტირებულია საქართველოს რეგიონების ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
დეილი ასევე ფლობს მზა კვებისა და საკონდიტრო საწარმოებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, თანამედროვე სტანდარტებისა და მართვის სისტემითა და პროფესიონალი გუნდის წევრებით.